Wednesday 20 November 2013

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემაა   WINDOWS

Sunday 6 June 2010

ბუნება ჩვენი მკურნალია

პროექტის სახელი: ,,ბუნება ჩვენი მკურნალია“.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან სამკუნალო მცენარეებს და მათ თვისებებს,რადგან ის სასარგებლო და ბევრის მომცემია თითოეული ადამიანისთვის.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები, მოიძიებენ საქართველოში არსებულ ყველა სამკურნალო მცენარის შესახებ ინფორმაციას, რუკაზე მოძებნიან ადგილებს, შემდეგ მათ შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში მოიძიებენ,დაგეგმავენ და მოვალეობებს გაინაწილებენ. ამის შემდეგ კი დავალების შესრულებას შეუდგებიან. მოსწავლეები ჯგუფების მიხედვით დაინაწილებენ სამკურნალო მცენარეებს. დრო მათ საკმარისი აქვთ. ასე, რომ თავისუფლად მოასწრებენ ექსკურსიების მოწყობას. ყველა ჯგუფი განაწილდება და ექსკურსიაზე დაგეგმილი მარშუტით წავა. ჯგუფის წევრები აღწერენ მცენარეებს,გამოიკვლევენ მათ სამკურნალო ნიშან-თვისებებს, თავისებურებებს, აღწერენ თუ რისთვის არის სასარგებლო ესა თუ ის მცენარე, გადაიღებენ უამრავ ფოტოს, რომლებიც მათ პრეზენტაციისათვის დასჭირდებათ.
მონაწილეთა ასაკი: პროექტი მოიცავს მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეებს.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ფოტომასალა, რეფერატი, დისკუსია.
მოსალოდნელი შედეგები: ფოტოკოლაჟი,პრეზენტაცია.
სარგებელი სხვებისათვის: მოძიებულ მასალას შეაგროვებენ, დაახარისხებენ და გააკეთებენ პროექტს. პროექტის პრეზენტაციისთვის დაინიშნება ერთი დღე, სადაც მოსწავლეები აუდიტორიას წარუდგენენ ამ პროექტს პრეზენტაციის სახით, რომელსაც ისტ-ის გამოყენებით გააკეთებენ. ასევე შექმნიან ფოტოკოლაჟს და ბლოგს, რომლის ნახვა ნებისმიერ ინტერნეტ მომხმარებლისთვის იქნება შესაძლებელი.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბიოლოგია_ გეოგრაფია_მოსწავლეებს განუვითარდებათ ბუნების შეცნობა და ეცოდინებთ,თუ რა შეუძლია ჩვენი ქვეყნის ბუნებას. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, საქართველოს ბუნება მართლაც, რომ მკურნალია ჩვენი. ეს იშვიათობაა სხვა ქვეყნებთან შედარებით. ამიტომ ჩვენ ბუნებას დაფასება და მოვლა სჭირდება. ეს ყველამ კარგად რომ გაითავისოს, ამიტომ გავაკეთეთ ეს პროექტი, რომლის მიზანიც სწორედ ჩვენი ქვეყნის უნიკალურობის წარმოჩენაა. ამავდროულად,მოსწავლეებს განუვითარდებათ საკომუნიკაციო უნარები: წერა-კითხვა,მოსმენა,საუბარი,დისკუსია,პრეზენტაცია.ჩამოუყალიბდებათ ესთეტიკური ხედვა. თუ სკოლის ბიუჯეტიდან გამოყოფენ გარკვეულ თანხას, მოსწავლეები გააკეთებენ ფერად ბროშურებს სამკურნალო მცენარეების შესახებ.ამ ბროშურებზე ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე ეწერება მცირე, მაგრამ მთავარი ინფრორმაცია ამა თუ იმ მცენარის შესახებ. დართული იქნება საინტერესო სურათები. მთავარი ფრაზა - ,,ბუნება ჩვენი მკურნალია" ორიგუნალურად დაამშვენებს ბროშურას.
პროექტის ფასილიტატორი: ბუთხუზი გიული
ფასილიტატორის ფოსტა: g.butxuzi@gmail.com
ჩემი პორტფოლიო
ინფორმაციის ძიება ინტერნეტში–სამკურნალო მცენარეები